"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია.
აღნიშნულმა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
როგორც დავით ბაქრაძესთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის წინ ალასანიამ განაცხადა, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ, რა ფორმატით გაგრძელდება მოლაპარაკებები.
"დღევანდელი შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯია. განვიხილავთ, რა ფორმატით გაგრძელდება მოლაპარაკებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა რადგან მას საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ელოდებოდა. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მთავარი პოლიტიკური პროცესი, რამაც მომავალში დემოკრატიული თავისუფალ არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პარალმენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციური პარტიის ლიდერების და წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეხვედრაზე მხარეები ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.