კაპიტანი ემი ბაუერნშმიდტი ამერიკის საზღვაო ძალების ბირთვულ ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნს" უმეთაურებს.
ემი ბაუერნშმიდტი აშშ-ის საზღვაო ძალების ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ბირთვული ავიამზიდის მეთაური გახდა.
კაპიტანი ბაუერნშმიდტი ავიმზიდის მეთაურად 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა, თუმცა მისი საზეიმო ინაუგურაცია ავიამზიდზე 19 აგვისტოს კალიფორნიის საპორტო ქალაქ სან დიეგოში გაიმართა.
ემი ბაუერნშმიდტი 49 წლისაა. ის ვინსკონსინის შტატის ქალაქ მილოუკიში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ქალებს სამხედრო ხომალდებზე მსახურების უფლება მისცეს, ბაუერნშმიდტი გახდა საზღვაო აკადემიის ერთ -ერთი პირველი კურსდამთავრებული 1994 წელს. შემდეგ ის მსახურობდა საზღვაო პილოტად.
2016 წელს ბაურნშმიდტი ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნის" მეთაურის უფროს თანაშემწედ დაინიშნა. ის მაშინაც პირველი ქალი გახდა ისტორიაში, რომელმაც დაიკავა ეს თანამდებობა.
2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე იგი მეთაურობდა დოკის გემს "სან დიეგო".
ბირთვული ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი" აშშ-ის საზღვაო ძალებშ 1989 წლიდან ირიცხება. ავიამზიდს ერთდროულად 85-მდე თვითმფრინავის გადაზიდვა შეუძლია.