გაზეთ "კომერსანტის" კორესპონდენტი ოლეგ კაშინი, რომელიც უცნობმა პირებმა გასულ კვირას ცემეს, გონზე მოვიდა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, "ის თვალებს ახელს, თუმცა, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული".
შეგახსენებთ, რომ რუს ჟურნალისტს თავს რამდენიმე დღის წინ დაესხნენ. საქმის გამოძიება რუსეთის საზოგადოებრივმა პალატამ პირად კონტროლზე აიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ჟურნალისტზე თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს.