„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატებს შორის არიან როგორც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული კანდიდატები, ასევე "ევროპული საქართველოს" წევრები.
მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები:
ხონი - ზურაბ ჯიბუხაია;
თერჯოლა - ზურაბ ბუცხრიკიძე.
"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატები იქნებიან:
ამბროლაური - მაია კაციტაძე;
ახალქალაქი - არსენ კარაპეტიანი;
მარნეული - აჰმედ იმამკულიევი;
ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი;
გორი - ეთერ ჯალაღანია;
ხობი - მარიამ შონია;
სამტრედია - ჟუკიანა ფოფხაძე;
თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი;
კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე.
საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები:
ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;
ფოთი - ვახტანგ დარცმელიძე;
საჩხერე - კობა მოდებაძე.
"ევროპული საქართველოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები იქნებიან:
დუშეთი - მერი ფოლადაშვილი;
ხობი - მამუკა ჭოხონელიძე;
სამტრედია – ავთანდილ სტურუა.
რუსთავში ვიცე-მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატია ინგა სიხარულიძე.
შეგახსენებთ, "ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მერების კანდიდატების პირველი ნაწილი 16 აგვისტოს წარადგინა.