საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებიან.
ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარლგბეში საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა.
„მოგეხსნებათ, ეს ახალი ინიციატივაა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების და ვიზიტის მეორე ნაწილი ეთმობა სწორედ ჩვენს მონაწილეობას ამ პლატფორმაში. ყირიმის პლატფორმას 40-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. ჩვენ განვიხილავთ სწორედ ამ ჩვენს ხედვას და პოზიციებს, თუ როგორ ვუყურებთ ყირიმის პლატფორმას, რადგან ეს არა მხოლოდ უკრაინის პლატფორმაა, არამედ ჩვენი პრობლემაცაა, რადგანაც მსგავსი გამოწვევა არსებობს ოკუპაციასთან და მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, მათი მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რაც არის დეოკუპაციასთან დაკავშირებული, არის ძალიან აქტუალური. პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში სწორედ ამ მიმართულებებზე გააკეთებს ძირითად აქცენტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყირიმის პლატფორმა იყოს ასევე საქართველოს მხრიდანაც გამოყენებული ჩვენი ინტერესების უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. სწორედ ამ კუთხით და ამ კონტექსტში ვუყურებთ ასევე ჩვენ ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.