კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, გერმანული ორგანიზაცია EED-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პრეზენტაციათა ცილკს საქართველოში არსებული სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით.
როგორც ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, ეს ღონისძიებები ემსახურება საქართველოში მცხოვრები ეთნოსების და ჯგუფების დაახლოებას, მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილების გახსენებასა და კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის გარემოს შექმნას.
პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნება ებრაულ თემს საქართველოში - მის ისტორიას და დღევანდელობას დღეს, 10 ნოემბერს, გაიმართება.
პრეზენტაცია ასევე შეეხება იუდაიზმის საკითხებს, დღესასწაულებს, დამწერლობას, კალენდარს და ხელოვნებას.
პრეზენტაცია 10 ნოემბერს, 15 საათზე სასტუმრო "ამბასადორში" შავთელის ქ.#13 (ანჩისხატთან) გაიმართება.