დღეს, სიღნაღში, სასტუმრო „ფიროსმანში" „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" გამართავს დისკუსიას თემაზე „დიალოგი მედიას, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის".
შეხვედრას, კახეთის რეგიონული საინფორმაციო საშუალებების რედაქტორები, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, შეხვედრა მედიის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე მსჯელობას დაეთმობა.
შეხვედრა დახურულია.
შეხვედრები იმართება „მედიის ხელშემწყობი პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემლების მსოფლიო ასოციაცია (WAN-IFRA)-სთან, აირექს ევროპასთან და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე, სიღნაღში, სასტუმრო„ფიროსმანში" შედგება.