მოხსნილ დირექტორთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ 124-ე საჯარო სკოლის დირექტორია.
124-ე სკოლის, უკვე ყოფილი დირექტორი, ელენე შაბურიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, რომ მას ამ ფაქტზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" 124-ე სკოლაში განუცხადეს, ქალბატონი ელენე სკოლაში საერთოდ არ იმყოფება და მის მოვალეობას ერთ-ერთი მასწავლებელი ასრულებს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთ საჯარო სკოლის დირექტორს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ისინი დაიბარეს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და მათ სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოთხოვეს.