დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე, ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ეპიდემიოლოგიური ვითარების ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა.
"ხეზე დავაკაკუნებ, ზრდა არ არის ნახტომისებური. ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულად იმ შეზღუდვებით, რაც შემოღებულია და იმ რეკომენდაციების უფრო მეტად აღსრულებით, რაც დაწესებულია და არ სრულდებოდა. ასევე გამოწვეულია ქვეყანაში აცრის პროცესის უფრო მეტი ინტენსიფიკაციით.
სტაბილიზაციის გაჩენაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი აქვს ყოველდღიურად იმ 24 000-25 000 აცრას, რაც კეთდება",- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.