ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, დღეს აუცილებელია, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს აღსრულებული.
„ჯერჯერობით, მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ახალი შემთხვევების ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ამ ციფრების საფუძველზე გარკვეულწილად იკვეთება მცირედი სტაბილიზაციის სურათი. ამდენად, მთავარია, აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.