ორსულების ვაქცინაციაზე დიდი ხანია იყო აზრთა სხვადასხვაობა, დღეს, რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ორსულებში Pfizer-ით ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, - განაცადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ყველა ორსული რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
„იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება ნაკლებია, ჯერჯერობით მონაცემით მწირია, არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთმა ექიმმა გარკვეული კითხვის ნიშანი დაუსვას ვაქცინაციის ჩატარება არ ჩატარების საკითხს, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც სწრაფად გააკეთებს ამას, უკეთესია", - თქვა გაბუნიამ.