ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 36 წლის გოჩა ბაბლუმაშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა დაასრულა.
დასკვნა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, დადგინდა, რომ პაციენტის გარდაცვალება მედიკოსის შეცდომამ გამოიწვია.
საუბარია, ექიმ ლალი ბურკიაშვილის მიერ გოჩა ბაბლუმაშვილისთვის მედიკამენტის წინასწარი სინჯის გარეშე გაკეთებაზე. აღნიშნული 36 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ყვარლის საავადმყოფოს ექიმ ლალი ბურკიაშვილისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრი იმსჯელებს.
შესაბამისი სხდომა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გოჩა ბაბლუმაშვილი რამდენიმე თვის წინ ყვარლის საავადმყოფოში გარდაიცვალა.