აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაქვის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში განთავსდება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის" გახდა ცნობილი, 2010 წლის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოს შენობის საპროექტო და სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 638 ათასი ლარია გათვალისწინებული.
2011 წლის ბიუჯეტში კი უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის რეკონსტრუქციისათვის 1 მლნ. 50 ათასი ლარი დახარჯება.
მას შემდეგ, რაც ბათუმის ცენტრში მდებარე უმაღლესი საბჭოს მრავალსართულიანი შენობა გამონთავისუფლდება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მის პრივატიზაციას გეგმავს.
აღნიშნულს სამინისტროში უკვე ადასტურებენ.