საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე სკოლის დირექტორის მოხსნის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების აქციის შემდეგ, რამდენიმე სკოლის დირექტორი გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და მათ თანამდებობის დატოვება მოთხოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია აქციებამდეც არსებობდა.
სკოლის მოსწავლეებმა აქცია სასკოლო გამოცდების მოხსნის მოთხოვნით გამართეს.
მათ აქცია პარლამენტთან და განათლების სამინისტროსთან გამართეს.