საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დღეს პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ეწვევა.
კოკა სეფერთელაძე პროექტის "ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება სკოლებში" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრება.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიკოსთა კავშირი" სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.