სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები, ვინაიდან ჩვენთვის ნამდვილად არის გულთან მისატანი ის სამუშაო, რომელსაც ექიმები სწევენ და ვეცდებით, ვიდგეთ მათ გვერდში”, – განაცხადა ტიკარაძემ.