პაკისტანურმა თალიბანმა (TTP - Tehrik-i-Taliban Pakistan) მიულოცა ავღანურ თალიბანს ავღანეთის ხელში ჩაგდება.
"ეს არის გამარჯვება მთელი ისლამური სამყაროსთვის", - ნათქვამია პაკისტანური თალიბანის განცხადებაში, რომელსაც CNN-ი ავრცელებს.
პაკისტანური თალიბანის პრესსპიკერი, მოჰამედ ხორასანი ადასტურებს "ერთგულებას ავღანური თალიბანის ხელმძღვანელობისადმი" და ავღანეთის ისლამურ საამიროს მხარდაჭერას აღუთქვამს.
პაკისტანური თალიბანის მთავარი ხელმძღვანელობა დიდი ხანია მოქმედებს ავღანეთიდან და დგას პაკისტანში განხორციელებული ყველაზე საშინელი ტერაქტების უკან.
კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბული და შედეგად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების სურვილით ახსნა.