დღეს, 10 ნოემბერს, მეცნიერთა მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 12:00 საათზე, პროგრამა "აინშატაინის'' ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 23-ე საჯარო სკოლას სასწავლო ლაბორატორიას გადასცემს. ახალგაზრდა მეცნიერი ეკა ბაკურაძე მოსწავლეებთან ერთად ახლად გადაცემულ ლაბორატორიაში ცდებს ჩაატარებს.
"მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის" (WSDPD ) UNESCO -ს ინიციატივით, პირველად 2002 წლის 10 ნოემბერს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველი წლის 10 ნოემბერს აღინიშნება.
მეცნიერების დღის აღნიშნვის ინიციატივით პირველად 1999 სამეცნიერო კონფერენციაზე გამოვიდნენ, რომელიც ბუქარესტში გაიმართა. 2001 წლის კონფერენციაზე კი 10 ნოემბერი ოფიციალურად დასახელდა მეცნიერების მსოფლიო დღედ.