დღეს, 10 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონსულტაციების პირველი შეხვედრა გაიმართება. პალამანეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ყველა ოპოზიციურ პარტიასა და დაინტერესებული პირს მოუწოდა, შეხვედრაში მიიღონ მონაწილება.
"რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებისთვის. ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ ძალას, საპარალმენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, მობრძადნენ პარლამენტში, ერთად დავსხდეთ და დავიწყოთ კონკრეტული და პრაქტიკული მუშაობა, იმ მიზნით, რომ ერთად შევიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ეს პროცესი უნდა იყოს ღია და დემოკრატიული, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და გასაგები.
"მივესალმებით ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, თუმცა აქ მთავრი მაინც უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ რა სახით და სად გაგრძლდება კონსულტაციები ამის შესახებ შეხვედრაზე მხარები გადაწყვეტილებას შეხვედრაზე მიღებენ.
"მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პირველ შეხვედრას გაუწევ კოორდინირებას, შემდეგ კი თვითონ ჯგუფი ჩამოყალიბდება რა ფორმატით გაგრძლებს მუშაობას", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.