ავღანეთში არსებული ვითარება შეიძლება შეფასდეს როგორც "ჰუმანიტარული კატასტროფა". ამბობს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების ყოფილი მინისტრი რორი სტიუარტი.
სტიუარტის განცხადებით, თალიბანის მიერ ავღანეთის დაპყრობის შემდეგ, ქვეყანა გახდება ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და ტერორისტების თავშესაფარი.
"ყველაფერი უარესობისკენ მიდის. სკოლები და კლინიკები მთელი ქვეყნის მასშტაბით იხურება. ადამიანები საკუთარი საცხოვრებლებს ტოვებენ, გაჩაღებულია ძარცვა. ხალხი ცდილობს თავშესაფარი სხვა ქვეყანაშ ჰპოვოს. ყველაფერი ეს არის ძლიერი სიგნალი, რათა დასავლეთი ჩაერთოს ჰუმანიტარული მხარდაჭერაში", - ამბობს სტიუარტი.
პოლიტიკოსის განცხადებით, ავღანელები საშინელ ტერორში იმყოფებიან.
"ეს არის სიტუაცია, როდესაც ჩვენ შევქმენით ვაკუუმი. პაკისტანი, ირანი და სხვა მოთამაშეები დაიწყებენ შემოსვლას ამ სივრცეში. ძალზედ მოსალოდნელია, რომ თალიბანის მიერ ავღანეთის დაპყრობის შემდეგ, ქვეყანაში ითარეშებენ სხვადასხვა ექსტრემისტული ჯგუფი და ტერორისტები", - დასძენს სტიუარტი.
ბრიტანელი პოლიტიკოსის თქმით, "დასავლეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ არეულობაზე, რომელიც თავად გამოიწვია".
მანამდე რორი სტიუარტმა ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარების გაყვანას "ავღანელი ერის მიმართ სამარცხვინო ღალატი" უწოდა.
ცოტა ხნის წინ, თალიბანის მერბძოლებმა ალყა შემოარტყეს დედაქალაქ ქაბულს.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში განაცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მებრძოლები ქალაქზე თავდასხმას არ გეგმავენ, რადგან მათი მიზანია ქაბულის უბრძოლველად აღება.