დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების ყოფილი მინისტრი რორი სტიუარტი აკრიტიკებს შეერთებული შტატებისა და საერთაშორის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის გადაწყვეტილებას და აფასებს, როგორც "სრულიად არასაჭირო, საშიში გადაწყვეტილება".
ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან საუბრისას, სტიუარტმა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა არის "სრულიად სამარცხვინო" ქმედება და "ღალატი" ავღანელი ხალხის მიმართ.
"უამრავი ავღანელი შემაძრწუნებელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ეს იქნება უაღრესად გულდასაწყვეტი. გაჩნდება მილიონობით ლტოლვილი", - თქვა სტიუარტმა.
"ევროპა და შეერთებული შტატები უნდა ელოდონ, რომ აურაცხელი ლტოლვილი მიადგება მათ საზღვრებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ჩვენი ბრალია", - დასძინა პოლიტიკოსმა.
20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, შეერთებული შტატებისა ნატო-ს ჯარები საბოლოოდ გადიან ავღანეთიდან. ავღანეთიდან დასავლეთის გასვლის კვალდაკვალ, თალიბანი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.