ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გია აგუმავას გადაეცა,
ფესტივალის ერთ-ერთი მთავალი ჯილდო გია აგუმავას ელენე ნავერიანის ფილმში "სველი ქვიშა" შესრულებული როლისთვის გადაეცა.
ელენე ნავერიანის ფილმის "სველი ქვიშა" მსოფლიო პრემიერა ლოკანორს საერთაშორისო ფესტივალზე 11 აგვისტოს გაიმართა.
ფილმი ფესტივალის საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente იყო წარმოდგენილი.
ლოკარნოში ასევე გაიმართა სალომე ჯაშის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის "მოთვინიერება" ჩვენება.
ფილმები „სველი ქვიშა” და „მოთვინიერება” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
ქართული ფილმები არაერთხელ წარმატებით უჩვენებიათ ლოკარნოში. ბოლო წლებში, კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - „ოქროს ლეოპარდი” ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა – ანა ურუშაძემ საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმი „საშიში დედა”) და დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „მამა”.