დღეს, 10 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიის რექტორი ხატია დეკანოიძე გლდანის ბავშვთა სკოლა-პანსიონატს ესტუმრებიან.
სატყეოს სააგენტოს ინიციატივით, აქციას "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო" ამჯერად აკადემიის მსმენელები შეუერთდებიან.
პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყების ხელმძღვანელები 60-მდე წიწვოვანი ჯიშის ნერგს დარგავენ, რომლის მოვლაზედაც პანსიონატის აღსაზრდელები იზრუნებენ.