საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ქვეყანაში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოების 84 % პოლიციას ენდობა. მისი თქმით, ეს მონაცემი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში რეკორდულად მაღალია. ამის შესახებ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილე სამართალდამცველები დააჯილდოვა.
"ბოლო გამოკითხვებით, საქართველოში პოლიციისადმი ნდობა არის რეკორდულად მაღალი, ვიდრე ოდესმე - 84 %, რაც, ალბათ, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვისაა აბსოლუტური რეკორდი და მაღალი მაჩვენებელი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ვეროპასა და მთელ მსოფლიოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.