"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მწერლების სტიპენდიის კონკურსი დასრულდა. ცნობილია გამარჯვებულთა ხუთეული:
• დიანა ანფიმიადი - „აუტიზმი სახლსა და სკოლაში“ (დახმარე სახელმძღვანელო მშობლებისა და მასწავლებლებისთვის).
• სოფიკო დუმბაძე - „მადლიერების მთა“ (პოეზია).
• ნინო სურამელაშვილი - „რომეო იცინოდა“ (რომანი)
• ოთარ ჯირკვალიშვილი - კრიტიკული წერილები.
• დავით ჯიშკარიანი - „37 ამბავი 1937 წელზე“ (დოკუმენტური პროზა).
კონკურსი სტიპენდია მწერლებისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 3 ივლისს გამოცხადდა და თვის ბოლომდე გაგრძელდა. კონკურსის პირობების თანახმად, ჟანრი შეზღუდული არ იყო და მასში მონაწილება შეეძლო ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე ავტორს.
საკონკურსოდ შემოვიდა სამასზე მეტი განაცხადი. სამწევრიანმა ჟიურიმ არჩევანი ხუთ განაცხადზე შეაჩერა.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.