ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სახელმწიფო დაზღვევის საკითხი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. სესიაზე აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ დააყენა.
კანონპროექტის მესამე მოსმენით პარლამენტი უკვე 12 ნოემბერის სესიაზე მესამე მოსმენით განიხილავს.
შეგახსნებთ, რომ "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში" დამატებები შედის, რაც სამსახურის თანამშრომლების დაზღვევას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მოხდება მათი ოჯახის წევრების დაზღვევაც, რომელსაც ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.
საგამოძიებო სამსახურში ამ დროისთვის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს.