საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე კონსულტაციები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაიწყოს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"კონსულტაციების საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ყოველგვარი წინაპიროების გარეშე უნდა დაიწყოს. ოპოზიციასაც ექნება წინადადებები. საკუთარი წინადადებები აქვს მომზადებული უმრავლესობასაც. ყველა მათგანს განვიხილავთ, მაგრამ წინასწარ შემუშავებული დოკუმენტებით მოლაპარაკების დაწყება სწორი არ იქნება, თუმცა ყველას აზრისა და წინადადების გათვალისწინება მოხდება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შევიდეს და მანამდე რა დრო დასჭირდება კონსულტაციებს, რომ კონსესუსი მიიღწეს, უს უკვე სამუშაო ჯგუფზე იქნება დამოკიდებული.
"ყველაფერი დამოკიდებული იქნება კონსესუსზე და ამის მიღწევა რა დროში იქნება შესაძლებელი, ძნელი სათქმელია", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაკეთა და ყველა დაინტერესებული პირი პარლამენტში მიიწვია.
პირველი შეხვედრა პარლამენტში 10 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.