გამოკითხულთა 56 % აცხადებს, რომ არ იციან აცრაზე როგორ დარეგისტრიდნენ, - ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, რომ დასჭირდეთ ინფორმაცია აცრაზე რეგისტრაციის შესახებ, იციან თუ არა როგორ დარეგისტრირდნენ, გამოკითხულთა 56% აცხადებს, რომ არა, ხოლო 42 % ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა ორ პროცენტს.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.