ქართული მხარეს მიერ დაკავებული ჯაშუშების რუსული მხარისთვის გადაცემის თაობაზე მთავრობის მიერ გადაწყვეტილების რამდენიმე დღეში მიიღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური არ ადასტურებს.
როგორც ადმინისტრაციის პრესამსახურში განმარტავან, პრესსპიკერს მანანა მანჯგალაძეს კომენტარი ჯაშუშების ექსტრადაციასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
აღნიშნულ თემაზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციულ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის აგენტურული ქსელის გამოვლენასა და დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ დაკავებულ პირთა ექსტრადიციის თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა, განცხადება გაკეთდა, ზოგადად, ამ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ დაკავებული ჯაშუშების თემაზე ადმინისტრაცია კომენტარს ამ ეტაპზე, ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი, არ აკეთებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის მიერ დაკავებულ 13 ჯაშუშს შორის 4 რუსეთის მოქალაქეა.