საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ავტომობილების გადაფორმების გამარტივებასთან დაკავშირებით, რამაც მიხეილ სააკაშვილის თქმით, დამატებით სამუშაო ადგილები წარმოქმნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა შს სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილეები დააჯილდოვა.
"ძალიან გავამრტივეთ მანქანების გაფორმება. ამის შედეგად საქართველოდან მანქანების ექსპორტირება მეზობელ ქვეყნებში აღწევს რეკორდულ მაჩვენებელს, ამან დაასაქმა ბევრი ადამიანი. მართალია, ჯობდა, რომ ადამიანები მანქანქების წარმოებაში დაგვესაქმებინა და ეს დროც მოვა, ალბათ, მაგრამ ექსპორტი და ვაჭრობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესეც კონკრეტული ადამიანების შემოსავლის წყაროა", - განაცხადა პრეზიდენტმა.