საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი მზადაა, რუსეთთან მოლაპრაკებების მაგიდას მიუჯდეს. პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს დაელაპარაკება ისე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ჰყავს, საქართველო ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან დიალოგს დაიწყებს. ამის შესახებ სააკაშვილმა შს სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილეები ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით დააჯილდოვა.
"არავისთან არ გვსურს კონფრონტაცია, ჩვენ თავს ვიცავთ. თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და და დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, ამისთვის ყოველთვის მზად ვართ, თუ დაგველაპარაკებიან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ყოველგვარი წიანპირობების გარეშე, ყოველთვის მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოლაპრაკებებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.