რეჟისორი დავით დოიაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად პაოლო ჯინოვეზეს ფილმის „თამაში“ მიხედვით ახალ სპექტაკლზე მუშაობს.
უკვე დაწყებულია სამაგიდო რეპეტიციები. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მაია ცეცხლაძე, თათია თათარაშვილი, ანიკო ცეცხლაძე, ქეთევან ბარამიძე, ზაალ გოგუაძე, ტიტე კომახიძე, მამუკა მანჯგალაძე და დათო ჯაყელი.
სპექტაკლის მხატვარია გალაქტიონ გოგიბერიძე, ხოლო ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე.
პრემიერა ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი