პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ტრანსპორტიდან ნაგვის გადაყრის შესახებ ჯარიმების დაწესების საკითხი განიხილა. როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად მთავრობა ინიციატივით შემოვიდა, რომ ტრანსპორტიდან ნაგვის გადაყრის გამო მძღოლი 200 ლარით დაჯარიმებულიყო, თუმცა კომიტეტებზე განხილვის გადაწყდა, რომ ჯარიმის ოდენობა 50 ლარით განისაზღვროს.
კანონპროექტში დამატებაც შევიდა, რომლის მიხედვითაც, ავტობუსის მძღოლები ავტობუსიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან.
"ცალკე უნდა გამოიყოს ავტობუსის მძღოლები, რომ ავტობუსიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში ისინი არ დაისაჯონ, რადგან ეს ადამიანები მგზავრების ქმედებებს ვერ გააკონტროლებენ", - აღნიშნა თორდიამ.