ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის "მე-3 არხის" 13.3 მლ. ლარით დაფინასებას აპროტესტებს.
როგორც დღეს სესიაზე ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მან 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში აღმაჩინა, რომ გაზრდილი ბიუჯეტიდან 13.3 მილიონი ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს "მე-3 არხს" რეორგანიზაციის და ტექნიკური აღჭურვისთვის გამოეყოფა.
ცაგარეიშვილის თქმით, გაუგებარია ასეთი თანხის გამოყოფა მაუწყებლის "მე-3 არხისთვის" მაშინ, როდესაც მე-2 არხის უხარისხოდ მაუწყებლობის მიზეზად უფინანსობა სახელდება.
"მაშინ, როდესაც ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალიან დიდი სოციალური პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა, რითი აიხსნება, რომ ასეთი დიდი თანხა გამოეყოფა მაუწყებელს. რეგიონებში ადამიანები ისმენენ მხოლოდ იმ ტელევიზიებს, სადაც ხელისუფლების ქება-დიდიება მიდის და ვერაფერს იგებენ, რა უნდა ოპოზიციას", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.