სახელმწიფოებრივი გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გზით ეკონომიკის სტაბილურობას და ხანგძლივადიან განვითარებას ხელს შუწყობს. ამის შესახებ ჟურნალიტებს უმრავლესობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა.
"საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების ზრდა, გარდა აქციზისა, დაუშვებელი იქნება რეფერენდუმის გზით. აღნიშნულს საფუძვლად უდევს ის, რომ ხელი შეეწყოს ეკონომიკის სტაბილურობას და გრძელივადიან განვითარებას", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რაც გამომდინარეობს საკონსტიტუციო ცვლელებიდან, ეხება ორგანულ კანონს, რომელმაც უნდა დარეგულიროს ეკონომიკური მიმართულები, მათ შორის მაკროეკონომიკური საკითხები.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გადასახადების რეფერენდუმის გზით გაზრდის საკითხი მეორე მოსმენით განიხილა.
პროექტის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომელსაც მთავრობა დანიშნავს.