რეგულაციების შედეგი ეპიდვითარებაზე, დაახლოებით, ორ კვირაში აისახება, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "კურიერი" ჯანდაცვის მინისტრს ესაუბრა.
"არის სერიოზული დეფიციტი საწოლფონდის. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალური მობილიზაცია იყოს საწოლფონდის. გარდა მობილიზაციისა, ასევე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ჩვენი ყველა სიპის დახმარებით თვითონ პაციენტების ნაკადების მართვაში და აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ექიმის ყურადღების გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება.
გასათვალისწინებელია, ასევე, ის კომპონენტი, რომ თითოეული რეგულაციის დაწყებიდან საშუალოდ 10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ასახვა ეპიდვითარების მდგომარეობაზე. საჭიროა, რომ დაველოდოთ ამ მოვლენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას და დაკვირვებას ეპიდსიტუაციაზე და საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ საბჭოს დამატებითი თხოვნით”, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.