ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "დღის კურიერში" განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის საერთო შემთხვევების საერთო რაოდენობიდან სიკვდილობის მაჩვენებელი 1.4%-ს შეადგენს, რაც, მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის. თუმცა, თამარ გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ ინფიცირების დღიური შემთხვევების მატებამ, შესაძლოა, სიკვდილობის მაჩვენებლის გაზრდა გამოიწვიოს.
"შემთხვევების მართვის გამოცდილება დღეს ბევრად უკეთესია და პირობებიც ბევრად უკეთესია, თუმცა არის უბრალოდ გარკვეული ზღვარი, რის იქითაც მედიცინა უძლურია და ამას რა თქმა უნდა ყველა ვხედავთ.
შემთხვევების რაოდენობა, რაც გაიზრდება დაახლოებით 2-3 კვირის პერიოდში ამას მოჰყვება უკვე სიკვდილობის მაჩვენებლების გაზრდა. ხვალ შეიძლება დაბალი იყოს ეს მაჩვენებელი შედარებით, თუმცა, როდესაც 4000 შემთხვევა დღეში ფიქსირდება, პროგნოზული მოლოდინი არის, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში 4000 შემთხვევების 1.4% დასრულდება ლეტალური გამოსავლით”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.