კულტურისა და ძეგლათა დაცვის მინისტრად, შესაძლოა, გიორგი უშიკიშვილი დაინიშნოს. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, უშიკიშვილმა შეთავაზება უკვე მიიღო. უშიკიშვილი ამბობს, რომ შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ შეთავაზების შემთხვევაში დადებით პასუხს არ გამორიცხავს.
"ჯერჯერობით ჩემთვის არანაირია ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა. იმ შემთხვევაში თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, ეს იმდენად მოულოდენლია, რომ გარკვეული კონსულტაციები და დაფიქრება დამჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარსაც ამის შემდეგ გავაკეთებ", _ განუცხადა"ჯი-ეიჩ-ენს" უშიკიშვილმა.
კულტურის სამინისტროში, ნიკა რურუას შესაძლო შეცვლის საკითხს უარყოფენ.