საპარლამენტო უმცირესობის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს სახალხო დამცველს მოუწოდებს ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების მძიმე მდგომარეობით დაინტერესდეს.
მისი თქმით, ტუბერკულიოზით დაავადებულთა დაწესებულებაში მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება და 400 ადგილზე 800 პატიმარი მოდის.
"გლდანის საკარანტინო დაწესებულებაში 60 ადგილზე 200 ადამიანია და დაწოლის კი არა დაჯდომის საშუალებაც არა აქვთ", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ და აქვე დასძინა, რომ მძიმედ დაავადებულ ადამიანებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ნორმალურად ძილის საშუალებაც წართმეული აქვთ.
უმცირესობის წევრმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს აღნიშნული საკითხის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა.