მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი იგეგმებოდა. ამის შესახებ გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ნიკა გვარიას განცხადებით, სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს... დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 4 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და ხვალაც გაგრძელდება. მეტის თქმა არ შემიძლია... ვერ გეტყვით ვერაფერს დეტალებში... დრო მოვა ალბათ მალე, როცა განმარტებებს გავაკეთებ, - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას გამოკითხვა სუს-ში ხვალ, 7 აგვისტოს, 16:00 საათზე გაგრძელდება.