"ქრისტიან-დემოკრატები" რეფერენდუმის გზით სახელმწიფო გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ. როგორც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში გადასახადები დაბალი უნდა იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ წარმოების განვითარდეს და ახლა სამუშაო ადგილები შეიქმნას.
"გადასახადების გაზრდასთან დაკვშირებით შემოსლი კანონპროექტის ადმინისტრირება იმ ფორმით, რომლითაც ახლა შესაძლოა მომავალში რომელეიმე კონკრეტული მთავრობისთვის იყოს პრობლემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეფერენდუმზე საკითხოს გატანის ნაცვლად ის უნდა იყოს მიბმული მთავრობის ნდობა-უნდობლობაზე, მალითად თუ მთავრობა გადწყვეტს გადასახადების გაზრდას, კენჭისყრა ამ საკითხზე უნდა ნიშნავდეს ნდობის ან უნდობლობის გამოცხადებს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, თუ პარლამენტი მთავრობის მიერ სახელმწიფო გადასახადების გაზრდის საკითხს მხარს არ დაუჭერს, მაშინ ეს ავტომატურად უნდობლობის გამოცხადებას უნდა ნიშნავეს და ეს მთავრობა უნდა წავიდეს.
საკონსტიტუციო ცვლილება სახელმწიფო გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე მოერე მოსმენით განიხილა. პროექტის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომელსაც მთავრობა დანიშნავს.
როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდია განმარტავს, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს სახელმწიფო გადასახადის ზედა ზღვარი გაზარდოს, მას მოუწევს თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება, რის შემდეგაც უკვე რეფერენდუმზე გავა.