აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა მთელ პირად შემადგენლობას მიმართეს და მათ ჯაშუშების გამოვლენის საკითხში დახმარება სთხოვეს. კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა პირად შემადგენლობას ამ საკითხში გაწეული დახმარებისათვის დიდი ფულადი ანაზღაურებაც აღუთქვეს.
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების კრიმინალური გამოძიების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ გადახდილი თანხა იმის შესაბამისი იქნება, თუ რა მნიშვნელობის ინფორმაციას მიაწვდიან მათ. თანხა, შესაძლოა, 500 ათას აშშ დოლარსაც კი აღწევდეს.
მათი განცხადებით, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები დიდი ინტერესს ამჟღავნებენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მიმართ, ცდილობენ გადაიბირონ ვინმე მატროსებიდან და ოფიცრებიდან, რომლებიც საპორტო ქალაქ იოკოსუკაში იმყოფებიან. სწორედ ამ ქალაქში ბაზირდება აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მე-7 ფლოტი, რომელის არსენალშიც არის ავიამზიდი "ჯორჯ ვაშინგტონი" და რომლის ბორტზედაც ატომური ძალოვანი დანადგარია განთავსებული.
კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გააფრხილეს თანამშრომლები, რომ ყურადღებით იყვნენ და თავისუფალ დროს, სადმე ბარში ან რესტორანში ყოფნისას "ზედმეტი არ ილაპარაკონ".
"ჯაშუშებმა ან მათ მიერ მოსყიდულებმა შეიძლება მოუსმინონ თქვენს საუბარს და მიიღონ ამერიკის მტრებისათვის ფასეული ინფორმაცია", _ განაცხადეს მათ.