მდინარაძეს გადაეცით, ძალიან ვნანობ, უფრო კარგად რომ არ შემოვარტყი და კობახიძე არ დავაყოლე ზედ სანამ პარლამენტში ვიყავი - ამის შესახებ დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ელისაშვილმა ეს სიტყვები მაშინ თქვა, როცა ის სასამართლო დარბაზიდან გაჰყავდათ.
მას დღესაც, ისე როგორც წინა სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სიტყვის თქმის უფლება არ მისცა.
„სინანული არ მაძინებს ისე ვნანობ, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად. ბატონო გიორგი[მოსამართლეს მიმართავს], რამ შეგაშინათ ისე, რომ მეოთხე სხდომაა, სიტყვას არ მაძლევთ, მაგრამ ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი. მდინარაძეს გადაეცით, ამის სინანული მაქვს საშინელი, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს. ამ მანდატურ ბიჭს კიდევ უთხარით, უხერხულია ტყუილები. იარაღი ამოვიღე და დავდევდი არა ის",- განაცხადა ელისაშვილმა.