ესტონეთი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„ესტონეთი გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. კვლავაც ერთგულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების სურვილს“, - აღნიშნულია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს