"ქრისტიან-დემოკრატები" მმართველ გუნდს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს. როგორც დღეს საპარლამენტო სესიაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობისთვის მიცემულ წინასაარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს.
ახვლედიანის თქმით, დედაქალქის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობა მერიის გადაწყვეტილების გამო პრაქტიკულად უტრანსპორტოდ დარჩნენ.
"მთავრობა მოსახლეობას გადასახადების რესტრქუტურიზაციას ჰპირდებოდა, მაგრამ პირიქით, ახლა ერთიანი ადმინისტრება შემოიღეს. თქვენ ხალხს ჰპირდებოდით, რომ ტრანსპორტი ყველა სახლთან მივიდოდა, თუმცა ახლა რაც დადიოდა ისიც გააუქმეს და მოქლააქეებს რამდენიმე ტრანსპოირტის გამოცვლა უწევთ. ასევე, ხელისუფლება დევნილებს ჰპირდებოდა, რომ ისინიც თბილისელები იყვნენ, თუმცა არჩევნების შემდეგ ისინი საცხოვრებლებიდან გამოყარეს. არადა დემაგოგობაში სხვებს ადანაშაულებთ, რა ქნას ხალხმა? პასუხი გაეცით", - აღნიშნა ახვლედიანმა.
ახვლედიანის გამოსვალას უმრავლესობიდან არავინ გამოხმაურებია.