"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას საარჩევნო კოდექსის ცვლიბების შესახებ საქართველოს პარლემენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრა ე.წ. რვიანის საერთო შეთანხმებით მოხდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "რვიანში" შემავალი ერთ-ერთი პარტიის, "ეროვნული ფორუმის" პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებას მათ მიერ შემუშავებული ახალი კოდექსი შესთავაზა, რაზეც კონსულტაციებისთვის მზადყოფნა პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე განაცხადა. ახალი კოდექსი "ეროვნული ფორუმის", "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკელების" "ახალი მემარჯვენეების", "კონსერვატორების" "ხალხის პარტიის" და ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლების მიერ შემუშავდა. გუშინ საღამოს კი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ბაქრაძეს შეხვდა.
ალასანიას თქმით, საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.