რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, "რუსეთის ეფ-ეს-ბეს" წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთელ მესაზღვრეებთან ერთად ქალაქ კვაისადან (სამხრეთ ოსეთი) ირის (საქართველო) დასახლებული პუნქტისაკენ მიმავალ გზაზე. სახელმწიფო საზღვრიდან 1,5 კმ-ს მოშორებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იარაღის სამალავი აღმოაჩინეს".
სამალავში აღმოჩენილია ნაღმტყოტრცნის 82 კალიბრის ექვსი ნაღმი და ერთი გასროლა "რპგ 7-ბ".
"საბრძოლო მასალა აფეთქების შედეგად ადგილზე განადგურდა. ამჟამად სამალავის აღმოჩენის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", _ იუწყება კომიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები