საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლისაბონში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიაწოდა.
მისივე განცხადებით, ლისაბონის გარდა ნოემბერში მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ვიზიტი აქვს დაგეგმილი. ქვეყნის პირველი პირი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ის ევროკავშირის უმაღლეს პირებთან გამართავს შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში ნატოს სამიტი 20 ნოემბერს გაიხსნება.