ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიას თავს ტურა აფარებდა. გარეული ცხოველი მაღაზიის საწყობში იმალებოდა.
აღნიშნული მაღაზია ვაჟა-ფშაველას #73-ში მდებარეობს. გამყიდვლების განცხადებით, ტურამ ქუჩა გადაკვეთა და მაღაზიაში შევარდა. სავარუდოდ, ცხოველი თბილისში ახლომდებარე ტყეებიდან შემოვიდა.
შემთხვევის ადგილზე თბილისის ზოოპარკის თანამშროლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ცხოველს სპეციალური პრეპარატით დააძინებენ და მას ისევ ტყეში დააბრუნებენ.