"ქართული დასი" პარლამენტისგან "ელექტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული დასის" მიერ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 49 პრიმა მუხლის მთლიანად ამოღებას.
ბაღათურიას ინფორმაციით, დღეისთვის თბილისში 200 ათასამდე აბონენტს არ აქვს დასუფთავების ან წყლის ფული გადახდილი, იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქი ისევ ისე ჩაბნელდება, როგორც წლების წინ. ქუჩაში საბურავების დაწვა და გზების გადაკვეტვა ისევ აქტუალური გახდება.
ბაღათურია ინიციატივით გამოვიდა, რომ შესვენების დროს აღნიშნული საკითხის განხილვა დარგობრივი კომიტეტის ან იურიდიული კომიტეტის ფარგლებში მოხდეს.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში ინიციატივის სახით გუშინ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
ბაღათურიას განმარტებით, 2010 წლის 1 ოქტომბერს "ელექტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა და 49 პრიმა მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც თუ პირს დასუფთავების ან წყლის გადასახადი არ აქვს გადახდილი ელექტროენერგიას ავტომატურად უთიშავენ.
ამასთან, "ქართული დასი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტიუციო სასამართლოში უახლეს დღეებში შეიტანს.